„ბასიანი“ დააჯარიმეს და დალუქვამდე დასაცლელად „გონივრული ვადა“ მისცეს

შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა და მისი დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბის წარმომადგენელს „გონივრული ვადა“ მისცეს შენობის დასაცლელად.

„მთავრობის 322-ე დადგენილების საფუძველზე, მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, გადაწყვეტილება არის მიღებული ობიექტის დალუქვის შესახებ.

გაძლევთ გონივრულ ვადას, დატოვოთ ტერიტორია და გამოიტანოთ ტექნიკა. ასევე გამოტანილია ოქმი 10 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ“, — განუცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა კლუბის დამფუძნებელს.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბში შესვლა სურდათ, მაგრამ კლუბის კარი არ გაუღეს. „ბასიანში“ დღეს, 24 დეკემბერს, დაგეგმილია გასართობი ღონისძიება. კლუბთან ღონისძიების დაწყებას ელოდებიან ადამიანები, რომლებსაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ.

ღამის კლუბები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ხელისუფლებისგან მიიღეს გახსნის პირობა, მოემზადნენ გასახსნელად, თუმცა მათთვის მოულოდნელად მუშაობის უფლება კვლავ არ ეძლევათ. მიუხედავად შეზღუდვისა, კლუბებმა მაინც გადაწყვიტეს ღონისძიების ჩატარება. თუმცა კლუბების ნაწილი შრომის ინსპექციამ უკვე დალუქა.

დღეს, 24 დეკემბერს, კლუბ ბასიანში დაგეგმილია გასართობი ღონისძიება, თუმცა კლუბთან დილიდან მობილიზებულია შრომის ინსპექცია და პოლიცია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.