როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ საგნის საშუალო ქულები და მიმდინარე შეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა – EMIS-ის განმარტება

როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ ელექტრონულ ჟურნალში, მის საგანში მოსწავლეთა საშუალო ქულები და მიმდინარე შეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა? – ამის განმარტებას აკეთებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

როგორც EMIS 24 დეკემბრის განმარტებაში წერს, თუ მოსწავლის საშუალო შეფასება არაა სწორად დათვლილი, მასწავლებელმა უნდა გადაამოწმოს შემდეგი საკითხები: ხომ არ ფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა
ან შეუფასებელი ჩანიშნული გამოცდა.

ასევე, უნდა შეამოწმოს თუ მოსწავლეს აქვს შიდა მობილობა განხორციელებული (დასწრებულიდან გადავიდა დისტანციურზე/ან პირიქით) აქვს თუ არა ზემოთ აღნიშნული საკითხები მასწავლებელს (იმ კლასში სადაც იყო მობილობით) გათვალისწინებული.

“გახსოვდეთ, რომ შეტანილი შემაჯამებელი ან გამოცდის შეფასებიდან, უნდა იყოს გასული 24 საათი, რომ აისახოს საშუალო ქულაზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თუ არ აქვს მოსწავლეს გამოთვლილი სწორად საშუალო შეფასება, მოგვწერეთ მონაცემები, რომ გადავამწომოთ. სკოლა, თქვენი ელფოსტა(რომლითაც ჟურნალში შედიხართ,)სახელი გვარი. საგანი და კლასი, მოსწავლის სახელი და გვარი”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ზემოაღნიშნული პრობლემის მქონე მასწავლებლებისთვის

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე დისტანციურად, ასევე შიდა ან გარე მობილობის დროს – ინსტრუქცია

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.