ახალი ამბები

როგორ უნდა იპოვოს მშობელმა და მოსწავლემ შეცდომა ელ.ჟურნალში და როგორ უნდა მოიქცეს – ინსტრუქცია

როგორ უნდა იპოვოს მშობელმა და მოსწავლემ შეცდომა ელ.ჟურნალში და როგორ უნდა მოიქცეს – ინსტრუქცია

ელექტრონულ ჟურნალში რომ ბევრი შეფერხება ფიქსირდება, უკვე რეალური მოცემულობაა. ახლა მთავარია, ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი იყოს ყურადღებით, რომ არეული ელექტრონული სისტემის ხარვეზების გამოსწორება დროულად მოხერხდეს და ეს მოსწავლეთა საერთო ქულებზე არ აისახოს.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ან მოსწავლე თვლიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში არასწორადაა დათვლილი სემესტრული შეფასება, უნდა გადამოწმდეს შემდეგი 3 პირობა, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მოსწავლის სემესტრული შეფასების გამოთვლაზე:

  1. ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება: თუ მოსწავლეს უფიქსირდება (არ აქვს მნიშვნელობა რომელ სწავლების ტიპზე იყო, დისტანციურზე თუ დასწრებულზე), შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს აღნიშნული შემაჯამებელი დავალება სისტემაში ფიქსირდება 0 ქულით. მშობელი და მოსწავლე ცალ-ცალკე უნდა შევიდნენ ელექტრონული ჟურნალის მოდულში „მთავარი“ და დაათვალიერონ შეუფასებელი შემაჯამებლების ჩამონათვალი.
  2. ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა: თუ მოსწავლეს ელექტრონულ ჟურნალში უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა, ელექტრონული ჟურნალი აღნიშნულ შეუფასებელ შემაჯამებელი დავალების აღდგენას სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს ანგარიშობს შეფასებით 0 და აღნიშნული იღებს მონაწილეობას შეფასების გამოთვლისას. ამის შესამოწმებლად, მშობელი და მოსწავლე უნდა შევიდნენ მოდულში „საგნები“ და შეარჩიონ სასურველი საგანი.
  3. ხომ არ უფიქსირდება მოსწავლეს შეუფასებელი გამოცდა: ამის დასაფიქსირებლად, მშობელი და მოსწავლე უნდა შევიდნენ მოდულში „გამოცდები“, შეარჩიონ გამოცდის ტიპი და ნახონ, უწერია თუ არა შეფასება და იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ან მოსწავლე აღმოაჩენენ, რომ მოსწავლეს უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა და შეუფასებელი გამოცდა, უნდა მიმართონ კლასის დამრიგებელს ან საგნის პედაგოგს. მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ და სთხოვონ შეფასების ასახვა.

მშობლებსა და მოსწავლეებს სემესტრის განმავლობაში კონკრეტულ საგანში დაწერილი შეფასებების გადამოწმება შეუძლიათ ქვემოთ მოცემული სქემების მიხედვით:

მოსწავლისათვის

მშობლებისათვის

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.