“გზა ალბავარისაკენ” – აწსუ-ის სტუდენტებმა მათ მიერ შექმნილი კომიქსის პრეზენტაცია გამართეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათ მიერ შექმნილი კომიქსი “გზა ალბავარისაკენ” წარადგინეს.

გიორგი სვანიძე და დემური დანგაძე ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები არიან.

ისინი მეორე წელია რაც ქართული, ინოვაციური კომიქსის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც კომიქსსა და მანგას აერთიანებს, არის ანიმაციის ფორმატში და აქვს გახმოვანება, რაც გადმოცემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

სტუდენტების მიზანია, ჩამოყალიბდეს ონლაინ სივრცე ყველა ქართველი (და არამარტო) შემოქმედისათვის, რომლებიც შეიკრიბებიან ერთი იდეის გარშემო: შეიქმნას წარმატებული, ქართული კომიქს გამომცემლობა, რომელიც მოიპოვებს ცნობადობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ადმინისტრაციის უფროსი კახა კუპატაძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

სტუდენტებმა კომიქსის შექმნა აწსუ-ს პროექტ „მე უნივერსიტეტის“ ფარგლებში დაიწყეს, მოგვიანებით კი სსიპ “შემოქმედებითი საქართველოსა” და “ბრიტანეთის საბჭოს” თანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და Big Idea challenge-ის კონკურის კატეგორია კრეატიული იდეების გამარჯვებულები გახდნენ.

მეტი ინფორმაცია კომიქსის შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.