უკრაინის საგარეო უწყება: სააკაშვილის გადაყვანის მცდელობა არასათანადო იყო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაყვანის გუშინდელი მცდელობა არასათანადო იყო და აღნიშნავს, რომ ადვოკატები ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. ამასთან, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილი დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა:

„მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა, არასათანადო იყო. ადვოკატები პენიტენციური სამსახურის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. მას სჭირდება შემდგომი რეაბილიტაცია.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოექცნენ და არ დაუშვან ქმედებები, რომელიც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. უკრაინელი დიპლომატები საქართველოსი აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, ამასთან მუდმივ დიალოგს აწარმოებენ საქართველოს ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. უკრაინის კონსული საქართველოში ხვალ იქნება დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან“ – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სააკაშვილს უკრაინელი ექიმები უნდა შეხვდნენ, რათა მათ პაციენტის მდგომარეობა გამოიკვლიონ და აღნიშნავს, რომ მუშაობა უკრაინის მოქალაქის ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქვეყანაში დაბრუნებაზე აგრძელებენ მუშაობას:

„ქართულმა მხარემ უნდა მისცეს უფლება უკრაინელ ექიმებს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევის მიზნით. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძველზე. ასეთი ნაბიჯის გადადგმის საჭიროება მკაფიოა“ – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში“ – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 27 დეკემბერს, საღამოს საათებში, მისთვის უცნობმა პირებმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა.

სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათთვის სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებიათ.

28 დეკემბრის დილას პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განმარტება, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც განაცხადა, რომ სააკაშვილს გორში „გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, ხოლო „მკურნალობის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ“.

„ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როცა დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია ჰოსპიტლიდან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.