ახალი ამბები

ანაზღაურებადი სტაჟირება SANGU-ს ბიბლიოთეკაში

ანაზღაურებადი სტაჟირება SANGU-ს ბიბლიოთეკაში

სტაჟირება: საბიბლიოთეკო ფონდის მენეჯმენტის მიმართულებით

სტაჟირების ჩატარების მიზანი:

სტაჟირების მიზანია ქართული უნივერსიტეტის მე-2 ან მე 3 კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლბობა გაეცნონ და შეისწავლონ საბიბლიოთეკო საქმიანობა, საბიბლიოთეკო დოკუმენტებთან მუშაობისა და დახარისხების პრინციპები. სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი მასზედ, რომ გაიარა სტაჟირების პროგრამა ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

სტაჟიორის რაოდენობა:

სტაჟირება ცხადდება ორი აპლიკანტისათვის.

საქმიანობის აღწერა, სტაჟიორს დაევალება:

სასწავლო კურსების სილაბუსების დამუშავება;
ახალი რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის სასწავლო და კვლევითი ლიტერატურის გაცნობა;
უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირება საბიბლიოთეკო რესურსების შესახებ;
წიგნების გაციფრებაზე მუშაობა;
ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებში ჩართვა.

მოთხოვნები, სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

SANGU-ს ბაკალავრიატის საფეხურის მე2 ან მე-3კურსის სტუდენტი;
ნებისმიერი მიმართულების სტუდენტი ;
მაღალი აკადემიური მოსწრება ;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;
გუნდური მუშაობის უნარი ;
ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა ;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
მოტივაციის მაღალი დონე;
ინფორმაციის დახარისხების უნარი;
ინტერნეტში ძიების უნარი ;
პრობლემის გადაჭრის უნარი ;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ;
ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი ;
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე ;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint.

კონკურსის ჩატარების ფორმატი:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილების მიხედვით კანდიდატების გადარჩევა. მეორე ეტაპზე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებასა და სიმულაციურ ტესტს.

დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 20 სთ.

ანაზღაურება: არაანაზღაურებადი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3თვე
სტაჟირების პერიოდი: 1 თებერვალი – 30 აპრილი

აპლიკანტებმა სამოტივაციო წერილი და CV უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: library@sangu.edu.ge არაუგვიანეს 25 იანვრისა.
არასრულყოფილი აპლიკაცია არ განიხილება.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.