ახალი ამბები

ვაგრძელებთ ბრძოლას, 17 იანვარს ვიფიცებით — სოცაგენტები

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დამსაქმებლის შეთავაზებას არ ეთანხმებიან და 17 იანვრიდან გაფიცვას გეგმავენ. მათ განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სააგენტომ თქვა, რომ თებერვლიდან სოცაგენტებისა და სხვა თანამშრომლების ხელფასების გაზრდა იგეგმება.

“დასრულდა შეხვედრა დასაქმებულებს შორის, სადაც გადაწყდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის.

სამინისტროს ახლანდელი შემოთავაზება არის ნოემბერში გაკეთებული შემოთავაზების გაუარესებული ვერსია და ეს ჩვენთვის მიუღებელია.

დამატებით კომენტარებს 17 იანვარს, დღისით, გაფიცვის პირველ დღეს, გავაკეთებთ! ამასთანავე, არაკეთილსინდისიერია სააგენტოს მხრიდან იმის გავრცელება, რომ თითქოს ამ შემოთავაზებას მშრომელები დათანხმდნენ.

მოლაპარაკებები არის ორმხრივი და ამას ერთი მხარე მეორის დაუკითხავად ვერ გადაწყვეტს! ჩვენ მიერ დაანონსებული ღონისძიებები არის კვლავ ძალაში.

17 იანვარს დასაქმებულები 09:00 საათიდან ვიფიცებით! ხოლო 11:00 საათზე თბილისში იქნება აქცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო-სთან!” — ვკითხულობთ განცხადებაში.

16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ განაცხადა, რომ უწყებაში გამართული “აქტიური კონსულტაციების შედეგად” მიიღეს გადაწყვეტილება, 60%-მდე გაიზარდოს სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება.

“კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.

ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება”, — აღნიშნავს სააგენტო.

მანამდე, 14 იანვარს, სააგენტოს თანამშრომლებმა — ძირითადად, სოციალურმა აგენტებმა — ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს განაცხადი, რომლის თანახმადაც 17 იანვრიდან უნდა გაფიცულიყვნენ.

მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ხელფასების გაზრდაა.

„აღარ შეგვიძლია არსებობა ასეთი ხელფასით“ — სოცაგენტები კვლავ იფიცებიან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.