ახალი ამბები

ციფრული კონტენტისა და მედიის მენეჯერის ვაკანსია

ციფრული კონტენტისა და მედიის მენეჯერის ვაკანსია

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას ციფრული კონტენტისა და მედიის მენეჯერის პოზიციაზე სრული განაკვეთით და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

საქმიანობის აღწერა:

ციფრული არხებისთვის და ვებ-გვერდებისთვის ყოველდღიური კონტენტის შექმნა და მართვა;

ინფორმაციის განთავსების კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

ციფრული მედიის მიმართულებით 2-წლიანი გამოცდილება.

კომპიუტერული პროგრამების – Adobe Photoshop-ის ან სხვა, საშუალო დონის გრაფიკული რედაქტორის საბაზისო დონეზე ცოდნა მაინც.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: ანაზღაურება: 1250 ლარიდან (გადასახადების ჩათვლით), თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, დამატებით, მოქმედებს ყოველთვიური საბონუსე სისტემა.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2022

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cm-cv@aris.ge

გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე. კანდიდატი შეირჩევა გასაუბრებისა და სატესტო დავალების შესრულების შედეგების საფუძველზე.

შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!

Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).

ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.

არის ჯი-ს სხვა ვაკანსიები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.