კომპლექსური დავალებების ბანკი ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-IV კლასებისთვის
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მასწავლებლებისთვის არაერთი სხვადასხვა რესურსები იქმნება.
არსებულ რესურსებს დაემატა კომპლექსური დავალებების ბანკი ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებისათვის.
როგორც რეფორმების ჯგუფი განმარტავს, დოკუმენტში თითოეული სამიზნე ცნებისთვის მოცემულია ქვეცნებები, კომპლექსური დავალების ნიმუშები შესაბამისი საკითხებითა და საკვანძო შეკითხვებით.
კომპლექსური დავალებების ბანკი წინასაანბანო და საანბანო პერიოდისთვის
კომპლექსური დავალებების ბანკი ანბანის შემდგომი პერიოდიდან IV კლასის ბოლომდე
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.
ამავე თემაზე: