დადგება დრო, როცა ვიტყვით, რა მოხდა — კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ.

ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„რაღაც მომენტში აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩვენ ვიტყვით, თუ რა მოხდა 1 წლის წინ, რატომ მოხდა; რა მოხდა უფრო ადრე; კონკრეტული ნაბიჯები რატომ გადადგა სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ. ის თუ იმას იტყვის, რაშია სინამდვილეში საქმე, თავს გაინადგურებს, ამიტომაც ვერაფერს ამბობს. აქ საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შესაძლოა შოკის მომგვრელი იყოს ადამიანებისთვის. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს (ჩვენთვის არა), რის გამოც დღეს არ ღირს ამაზე საუბარი“, — თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ უხერხულობას გახარიას მიერ კოკაინის მოხმარებაში დადანაშაულებაც შეიცავდა, კობახიძემ უპასუხა, რომ “ეგ სიმართლე იყო და არანაირ უხერხულობას არ შეიცავდა”.

„რაღაც შეიძლება იყოს დამაზიანებელი საქმისთვის. სათანადო დროს ვიტყვით, რატომ ითამაშა ნაცმოძრაობის თამაში“, — დასძინა კობახიძემ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.