ახალი ამბები

ხანძარი ატომურ სადგურზე: ზელენსკი ბაიდენს და ბორის ჯონსონს ესაუბრა 

ხანძარი ატომურ სადგურზე: ზელენსკი ბაიდენს და ბორის ჯონსონს ესაუბრა 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობა ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე დაბომბვის შემდეგ ხანძრის შესახებ. 

ხანძარი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე მოჰყვა რუსეთის სამხედროს შეტევას 4 მარტის ღამეს. 


ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის დაუფიქრებელმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. 

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოელის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება უახლოეს საათებში . 


ბაიდენმა რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა ატომურ სადგურზე და მისცეს შესაძლებლობა მეხანძრეებს ადგილზე შესვლის.


Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.