ბოლო 24 საათში რუსეთის ძალებს არ ჰქონიათ მნიშვნელოვანი მიღწევები — ბრიტანეთის დაზვერვა

“მიუხედავად გაზრდილი აქტივობისა, რუსეთის ძალებს ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონიათ, რადგან უკრაინული [ძალების] კონტრშეტევები კვლავ აფერხებს მათ ძალისხმევას”, — ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებულ რელიზში.

უწყების განცხადებით, უკრაინის საჰაერო და საზღვაო ძალების თავდაცვისუნარიანობა ამცირებს რუსეთის ძალების შესაძლებლობას, მიაღწიონ მნიშვნელოვან პროგრესს.

რელიზში ასევე ვკითხულობთ, რომ მარიუპოლის დაპყრობაზე რუსეთის განცხადების მიუხედავად, “მძიმე ბრძოლები გრძელდება, რაც აფერხებს რუსეთის მცდელობებს ქალაქის ასაღებად”.

რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის “პირველი ეტაპი” დაასრულა და “მეორე ფაზაში’ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონზე კონტროლის დამყარებაზე კონცენტრირდება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია. ომის დაწყების შემდეგ, ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.