ახალი ამბები

სააკაშვილის ოჯახი 5 მაისს, კანცელარიასთან აქციას აანონსებს

სააკაშვილის ოჯახი 5 მაისს, კანცელარიასთან აქციას აანონსებს

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ხვალ, 5 მაისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აანონსებს.

განცხადება ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ის საკვების მიღებას ვეღარ ახერხებს. ოჯახი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

„მივმართავ ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეებს, ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის წამორმადგენელს, — არ აქვს მნიშვნელობა, „ნაცმოძრაობის“ მომხრე ხართ თუ „ქართული ოცნების“ — დაგვიდექით გვერდში, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. ადამიანი ითხოვს შველას. ყოველი წუთი შეიძლება ფატალური გახდეს. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე“, — განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ასევე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ან მისგან გათავისუფლება პენიტენციური სამსახურის პრეროგატივა არ არის და ოჯახმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა — რას გეგმავს სააკაშვილის ოჯახი?

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.