კვირას თბილისში გაიმართება აქცია “რუსული ნაციზმის წინააღმდეგ”

8 მაისს, 14 საათზე თბილისში გაიმართება საპროტესტო აქცია “რუსული ნაციზმის წინააღმდეგ”. ფეისბუკზე ელენე ხოშტარიას მიერ შექმნილი ანონსის თანახმად, აქციის ორგანიზატორები არიან: უკრაინელი ლტოლვილები, დროა, დემოკრატიის მცველები და Svitanok.

“8 მაისს, მსოფლიოს გარშემო უკრაინელები გამართავენ აქციებს რუსული ნაციზმის წინააღმდეგ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის საქართველოც უნდა იყოს. ამიტომ კვირას, 2 საათზე უნდა დავდგეთ ჩვენს მარიუპოლელ, ხერსონელ, მელიტოპოლელ, ზაპოროჟიელ, კიეველ და სხვა უკრაინელ მეგობრებთან ერთად. დავდგეთ და ვაჩვენოთ ყველას სიკეთის ძალა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს ბოროტების რუსულ მანქანას”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია ნაწილია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“. კამპანიის მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე.

“ეს დღე მათთვის სირცხვილის დღედ უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთი უკრაინაში სჩადის ზუსტად იგივე ბოროტებას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ ადამიანები”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.