რუსეთში მინიმუმ მე-7 კომისარიატის შენობას ესროლეს მოლოტოვის კოქტეილი

რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში, ადმინისტრაციულ შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, ინციდენტი 7-8 მაისის ღამით მოხდა.

თავდაპირველი ცნობებით, მოლოტოვის კოქტეილები ქალაქის სამხედრო კომისარიატის შენობას ესროლეს. მოგვიანებით, ადგილობრივი მედიის თანახმად, ქალაქის მერის მოადგილემ თქვა, რომ აალებადი ბოთლები  “როსრეესტრის” ადგილობრივი განყოფილების ფანჯრებს ესროლეს.

“როსრეესტრი” რუსეთის სახელმწიფო რეგისტრაციის, საკადასტრო და კარტოგრაფიის ფედერალური სამსახურია, რომლის ადგილობრივი ფრთაც იმავე შენობაში მდებარეობს, სადაც ჩერეპოვეცის სამხედრო კომისარიატია განთავსებული.

8 მაისს რუსულმა ტელეგრამ არხმა “Осторожно, новости” გაავრცელა ვიდეოც, რომელიც, არხის თანახმად, ხსენებულ ინციდენტს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ ესვრის შენობას რამდენიმე მოლოტოვის კოქტეილს ნიღბიანი პირი.

მერის მოადგილის, სერგეი კლიმუშკინის თანახმად, შენობის ინტერიერი არ დაზიანებულა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, BBC-ის რუსულმა ბიურომ დათვალა 6 ინციდენტი, რომელთა დროსაც სამხედრო კომისარიატის შენობებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. 4 მაისს ასეთი შემთხვევა ქალაქ ნიჟნევარტოვსკში მოხდა.

მანამდე, 3 მაისს, ანალოგიური ინციდენტი მოსკოვში გადაიღეს, თუმცა მაშინ მოლოტოვის კოქტეილების მსროლელის სამიზნე არა სამხედრო კომისარიატი, არამედ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაჩერებული პოლიციის ტექნიკა გახდა.

12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება მოსკოველ კაცს, რომელმაც პოლიციის მანქანას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.