ზურაბიშვილი: არავის ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს:

„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“ – წერს ზურაბიშვილი.

აღნიშნულს წინ უძღოდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ბრიუსელიდან, რომლის დროსაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უნდა გაემართა შეხვედრები.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობდა, ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა გადაჰყვეს რომელიმე პიროვნებას და მათ შორის ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დაასახელა:

„არავინაა იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“ – ამბობდა ზურაბიშვილი.

ვრცლად ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების შესახებ წაიკითხეთ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.