ახალი ამბები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო CIU-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობას სთავაზობს, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.

ხელმოწერამდე აუდიტორიას რექტორსა და მინისტრთან ერთად, სიტყვით მიმართეს CIU-ს ემერიტუსმა პროფესორმა, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ.

პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო კურსის „იურიდიული კლინიკა სასჯელაღსრულების სამართალში“ სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა“ და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ კვირაში ერთი სამუშაო დღის გატარება შეეძლებათ.

უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესებში სამინისტროს წარმომადგენელთა ჩართვა მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა გაიღრმაონ იუსტიციის სისტემის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც უშუალო შეხება მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.