თბილისში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

თბილისში, ბაგებში, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ავტომობილში მოკლეს. შემთხვევის ადგილიდან „მთავარი არხის“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიზნესმენის ავტომობილს ცეცხლი ვაკე-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გაუხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
ლევან კაჭარავა 1990-იან წლებში იყო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორი და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან 2000-იან წლებში გაწყვიტა და 2013 წელს დააფუძნა ლოჯისტიკური კომპანია Multiplex Petrolia Logistics Solutions BV. აღნიშნული ჯგუფში შემავალი კომპანიები ახორციელებენ გადაზიდვებს, მათ შორის, საქართველოდან ცენტრალური აზიის რეგიონში, ჩართულები არიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკურ პროექტებში.