ერდოღანი მარცვლეულის ექსპორტზე პუტინსა და ზელენსკის ცალ-ცალკე ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, 11 ივლისს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ესაუბრა. სატელოფონო საუბრებისას, ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მარცვლეულის გადაზისვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა “შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალისხმევის კოორდინაციასა და მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპოტის” შესახებ ისაუბრეს.

თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ “დრო იყო გაეროს ემოქმედა შავ ზღვის გავლით უსაფრთხო დერეფნების ფორმირების გეგმის შესამუშაველად”. CNN-ის ცნობით, თურქეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, არ იყო ნახსენები რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი. თუმცა აღნიშნული იყო, რომ თურქეთი მზადაა მოლაპარაკებების პროცესის “გამოცოცხლებისთვის” ყველა სახის მხარდაჭერისთვის.

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას კი, რომელიც ასევე დღეს, 11 ივლისს შედგა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს უკრაინაში მშვიდობა სურს. ამასთან ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანის შესახებ გაეროს გეგმაზე.

“ჩვენ განვიხილეთ უკრაინის პორტების განბლოკვის და მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელების მნიშვნელობა”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების დაბლოკვის შედეგად უკრაინიდან 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული ვერ გადის ექსპორტზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.