ჰარცელი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ უყურებდა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს არ განიხილავდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და მისი პოზიციები „სახელმწიფოსთვის იყო შეურაცხმყოფელი“.

კობახიძემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის ისე შეფასება, როგორც შევაფასეთ.

რაც შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებში მან ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მაგალითებს გაიხსენებდა იგი მისი სიტყვების დასამტკიცებლად, კობახიძემ რამდენიმე პერიოდი დაასახელა, როდესაც, მისი თქმით, ჰარცელის პოზიციები ქვეყანას შეურაცხყოფდა.

„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, უბრალოდ დეტალებში მართლა არ მინდა შესვლა, მაგრამ შეგვიძლია პერიოდები გავიხსენოთ.

ეს იყო პერიოდები, რომელიც უკავშირდებოდა 8 მარტის შეთანხმების შემდგომ კვირებს, სადაც მას ჰქონდა ისეთი პოზიცია რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი.

19 აპრილის შეთანხმება როცა განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს მას ჰქონდა ისეთი პოზცია, რაც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი.

ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპოზოდები, სადაც ასეთი დამოკიდებულება დავინახეთ, სადაც იგი საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე სუვერენნულ სახელმწიფოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, „კულისებში ხდებოდა უფრო მეტიც, ვიდრე საჯაროდ“.

მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩ კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი კრიტიკა დაიწყო.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.