მოჭადრაკე რობოტმა 7 წლის ოპონენტს თითი მოტეხა
მოსკოვში ჭადრაკის მოთამაშე რობოტმა 7 წლის ოპონენტ ბავშვს თითი მოატეხა. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეო რუსულ მედიაში გავრცელდა.
სერგეი სმაგინმა, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვმა გარკვეული “უსაფრთხოების პროტოკოლი” დაარღვია, როდესაც სვლა ზედმეტად სწრაფად, იმ დროს გააკეთა, როცა რობოტს საკუთარი თამაში დასრულებული არ ჰქონდა.
Jesus… A robot broke kid‘s finger at Chess Tournament in Moscow @elonmusk @MagnusCarlsen
There is no violence in chess, they said.
Come and play, they said. https://t.co/W7sgnxAFCi pic.twitter.com/OVBGCv2R9H
— ??????? ?????? (@russian_market) July 21, 2022
ბავშვის ოჯახმა გამოძიების თხოვნით პროკურატურა მიმართა. მატჩის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ამ რობოტთან დაკავშირებული პირველი ინციდენტია.