თუ გამოცდების შედეგებმა ვერ გაგახარა, უოლტ დისნეის ეს ისტორია და სამოტივაციო ფრაზები შენთვისაა
მსოფლიო კინოინდუსტრიის ისტორიაში უოლტ დისნეი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მას არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ ზოგადი და პროფესიული განათლებაც არ მიუღია, ანიმაციური ფილმების გადაღება კი დამოუკიდებლად ისწავლა.
უოლტი საკუთარ მემუარებში იხსენებდა, რომ როცა ჰოლივუდში ჩავიდა, მხოლოდ 40 დოლარი და ერთი დაუსრულებელი ფილმი ჰქონდა. ყველა სტუდია ფეხით შემოიარა და პოტენციურ დამსაქმებლებს საკუთარ მოტივაციაზე უყვებოდა. რასაკვირველია, ყველგან უარი მიიღო, რადგან ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ „დიდი გეგმების“ ქონა საკმარისი არ იყო. მიუხედავად ამ შედეგისა, უოლტი არ დანებებულა და თავისი პირველი სტუდიის მსგავსი გახსნა ბიძამისის, რობერტის ფარდულში.
ყველას გასაკვირად, ფილმმა, რომელიც სწორედ ამ ფარდულში, ძმასთან ერთად გადაიღო, ახალგაზრდა რეჟისორთა სასტიპენდიო დაფინანსება მოიპოვა და ამით უოლტ დისნეის ამერიკული წარმატებაც დაიწყო.
იხილეთ სამოტივაციო ფრაზები უოლტ დისნეისგან, რომლებიც დაგეხმარებათ ირწმუნოთ საკუთარი თავის და თქვენი შესაძლებლობების:
„არასოდეს დაივიწყო, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც უბრალო მაუსი დავხატე“.
„დაწყების გზა – ესაა საუბრის შეწყვეტა და მოქმედების, კეთების დაწყება“.
„თქვენ მიდიხართ მომავლისკენ, ხსნით ახალ კარებს და აკეთებთ ახალ საქმეებს, რადგან ცნობისმოყვარეები ხართ. ხოლო ცნობისმოყვარეობა ახალ გზებთან მიგიყვანთ“.
„თუ შეგიძლია იოცნებო, შეგიძლია, რომ გააკეთო კიდეც“.
„რაც უფრო მეტად მოგწონთ საკუთარი თავი, მით უფრო ნაკლებად ჰგავხართ სხვებს, ეს არის ის, რაც უნიკალურს ხდით“.
„კარგ დროსა და ცუდ დროში, არასდროს დაკარგო ცხოვრების სურვილის გრძნობა“.
„წარსული, შეიძლება, მტკივნეული იყოს, მაგრამ შენ შეგიძლია, გაექცე მას ან ისწავლო მისგან“.
„რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, თუ რწმენას არ დაკარგავთ, თქვენი სურვილი ახდება“.
„ჰკითხეთ საკუთარ თავს, ის, რასაც დღეს აკეთებთ, გაახლოებთ იქ, სადაც გსურთ, ხვალ იყოთ?.
ასევე იხილეთ:
პედაგოგი: მადლობა ყველა ბავშვს, ვინც ბარიერს გადასცდა, ვინც თავის თავს აჯობა და სასწაული შედეგი დადო
მოამზადა მზეო შველიძემ