ახალი ამბები

პროფესიული განათლების მიღება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით – წესი და პირობები დამტკიცდა

პროფესიული განათლების მიღება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით – წესი და პირობები დამტკიცდა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები დამტკიცდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც დღეს, 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, დეტალურად არის გაწერილი დაწესებულებისა და პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებამოსილების მქონე სუბიექტების პასუხისმგებლობები, როგორ ხდება პროგრამის შემუშავება და განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით, პრინციპი, თუ როგორ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება პროფესიულ სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და სხვა საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყონ ამ წესით გათვალისწინებული რეგულაციების შემუშავება და მიღება/გამოცემა. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ პრემიერ-მინისტრის ბრძანება.

ასევე იხილეთ:

საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები პროფესიული განათლების მსურველთათვის – 2022

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.