ქაბულში, მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, აფეთქება საღამოს ლოცვების მიმდინარეობისას მოხდა. დაშავებულებისა და გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ადგილობრივმა კლინიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთან 27 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია, რომელთაგან ერთ-ერთი 7 წლისაა.

თალიბანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა Reuters-ს უთხრა, რომ აფეთქების შედეგად დაჭრილებისა და დაღუპულების საერთო რიცხვი 35-ია, თუმცა სავარაუდოა მისი ზრდა.

თვითმხილველების თქმით, მათ დიდი აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც ახლომდებარე შენობების ფანჯრების მსხვრევაც მოჰყვა.

Автор Редакция NewsTbilisi 31188 статей
Редакция NewsTbilisi.info — независимый информационный проект, освещающий события в Грузии и за её пределами. Материалы подготавливаются на основе открытых источников, официальных заявлений и проверенной публичной информации.