ენტონი ფაუჩი თანამდებობებს დეკემბერში დატოვებს
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი დაკავებული თანამბებობიდან დეკემბერში გადადგება.
იგი ასევე დატოვებს ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობასაც.
ფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს 38 წელი ხელმძღვანელობდა.
ენტონი ფაუჩი განსაკუთრებით ცნობილი გახდა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.
მას მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გადაუხადა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა ახლა უფრო ძლიერი, მედეგი და ჯანმრთელია და ეს სწორედ მის გამო მოხდა.
ივლისში ფაუჩიმ განაცხადა, რომ პენსიაზე ბაიდენის ამჟამინდელი ვადის ამოწურვამდე გავიდოდა. იგი 81 წლისაა.