რა გზა არსებობს თუ აპელაციის შედეგს არ ეთანხმებით
![რა გზა არსებობს თუ აპელაციის შედეგს არ ეთანხმებით](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2022/08/naec-court.jpg)
2022 ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვდება. მომავალი სტუდენტები მხოლოდ იმას ელოდებიან, თუ რომელ უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან. სრულდება საგრანტო, მასწავლებლებლების და სამაგისტრო გამოცდებიც.
საყოველთაო ზეიმის, მოლოდინის, იმედგაცრუების და დაღლილობის ფონზე, EDU.ARIS.GE-ს აპელაციის შედეგებით უკმაყოფილო ადმიანებიც უკავშირდებიან კითხვით – რა უნდა გავაკეთოთ, თუ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის აპელაციის შედეგს არ ვენდობით?
ამ კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასე პასუხობს:
„შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64)“
EDU.ARIS.GE-მ საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემაში გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ საქმეები დაათვალიერა, გადაწყვეტილებებში დაკმაყოფილებული სარჩელიც ვნახეთ.
ამავე თემაზე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ