ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის დროშა ბათუმის სკოლაში – „დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას“

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, თანამდებობას დატოვებს – ამის შესახებ,დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა.

სკოლის სივრცეში არსებულ კედელზე, სადაც სწავლის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების რუკა და დროშების ფოტოები განათავსეს, ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც აღმოჩნდა, რომელიც 29 სექტემბერს, სკოლის მოსწავლემ ჩამოხია, ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია და მისი მშობლები სკოლაში სასკოლო ინვენტარის დაზიანების მიზეზით დაიბარეს.

აჭარის განათლების მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ გადაწყვეტილება მოკვლევის საფუძველზე მიიღო.

ოკუპირებული აფხაზეთის დროშა ბათუმის სკოლაში – „დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას“„სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტალურად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს, ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა, მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას“, – აცხადებს მაია ხაჯიშვილი.

შორენა ქონიაძე გათავისუფლებულია, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იმ სტამბას აკისრებს, რომელმაც სტენდი დაბეჭდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.