პუტინმა ყირიმის ხიდზე „საგანგებო ვითარების“ გამომწვევი მიზეზის დასადგენა კომისია შექმნა

კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება „ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარების გამომწვევი მიზეზების დასადგენად“.

შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

აფეთქება, რომლის ხმაც კილომეტრების დაშორებით გაიგეს, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათზე მოხდა, როდესაც მატარებელი ხიდს კვეთდა, თუმცა აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ დაუზუსტებელია.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ხიდის ნაწილი, – საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, – ჩამონგრეულია.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვი აგვისტოში აცხადებდა, რომ „ეს უკანონოდ აშენებული ხიდი ძალიან მალე უნდა განადგურდეს“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.