ალიევმა და ღარიბაშვილმა საქართველოს გავლით გაზის ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს სტუმრობს.
მან პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ორმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, იმ პროექტების თაობაზე, რომელიც განხორციელებული გვაქვს.
საოპერაციო კუთხით, ძალიან წარმატებული ეს პროექტები და ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.
წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავიტანოთ. ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ მინისტრთან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის გაიზრდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა და ასევე ამუშავდება ბაქო-თბილისის ტერმინალიც, რომელსაც ამჟამად მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს.
აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებითვე, მისი ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტსაც გეგმავს, რაც ასევე გაივლის საქართველოს ტერიტორიას.
ალიევის განცხადებითვე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კიდევ უფრო მეტად დატვირთვა შეიძლება. მისი განცხადებით, ამ მარშრუტის დატვირთვა ყველა ქვეყნის ინტერესშია.