საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 24 ოქტომბერს დაიწყო და პროცესი 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის ინსტრუქციისა და ტესტირებისთვის საჭირო საგამოცდო პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ტესტური დავალების ნიმუშებიც გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება ორი ტიპის დავალება: დახურული, არჩევითპასუხებიანი (20 ქულა) და ღია (კვლევის დაგეგმვა, კურიკულუმის ანალიზი, საპროექტო წინადადება) (60 ქულა).
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და რეგისტრაციის ინსტრუქცია
Комментарии в Facebook