სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 2022 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს – რა ვადა ექნება სერტიფიკატს
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 2022 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ სერტიფიცირების მსურველებს ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ მიაწოდა, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის დაგეგმილი ვებინარებიდან პირველს 27 ოქტომბერს გაუძღვა.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება – ყველა დეტალი
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა
„წლის ბოლომდე ჩატარდება ტესტირება ფიზიკურ რეჟიმში, სადაც თქვენ ჩვეულებრივად, სერტიფიცირების ფარგლებში დაწერთ ტესტს, რომლითაც უნდა დაადასტუროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. ამ ტესტირებაში მიღებული დადებითი შეფასება უკვე მომდევნო წლისთვის იქნება შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოხვიდეთ გასაუბრებაზე. ე.ი. პირველი არის ტესტი, რომელიც წლის ბოლომდეა და შემდეგ გასაუბრება, რომელიც მომდევნო წლის ფარგლებში დაინიშნება. როდესაც ეს ორი ეტაპი გადალახული გექნებათ, ანუ მონიჭებული გექნებათ სერტიფიკატი, ეს არის უკვე იმის შესაძლებლობა, რომ დირექტორობის კანდიდატად განიხილებოდეთ ნებისმიერ სკოლაში“, – მიმართა დირექტორობის მსურველებს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ.
მისივე თქმით, მიღებული სერტიფიკატი პირს 7 წლის განმავლობაში აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დირექტორობის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და რეგისტრაციის ინსტრუქცია
„სისტემაში გვყავს ადამიანები, არცთუ ცოტა, რომლებსაც სერტიფიკატი უკვე აქვთ, 2013-2014 წლებში ჩატარდა სერტიფიცირება ერთხელ და ზოგიერთი მათგანი მუშაობს, ზოგიერთი არ მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათთვისაც და სხვებისთვისაც დაგეგმილი არის მუშაობის პროცესში მხარდაჭერა და განვითარება. ასეთი არის მოცემულობა, ნაწილისთვის მხარდაჭერა იქნება პროცესში, თუმცა სერტიფიკატი ყველას უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, და ეს აუცილებელია“, – აღნიშნა ნიკო სილაგაძემ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს 28 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლის დირექტორის როლი და ფუნქციები – ახალი სტანდარტი დამტკიცდა