ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
პოლიტიკოსი, „საქართველოს სახალხო ფრონტის“ დამფუძნებელი, ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი 1989-90 წლებში საქართველოს სსრ-ს უზენაესი საბჭოს წევრი იყო; 1990-91 წლებში – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; იგი 1992-95 წლებშიც იყო პარლამენტარი.
ინფორმაცია ნათაძის გარდაცვალების შესახებ „სახალხო ფრონტის“ წევრმა, დავით გუჯაბიძემ გაავრცელა.
Комментарии в Facebook