ისრების ჟურნალისტებზე გადმოტანა არასწორია — მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მონასტერში მომხდარ დანაშაულზე ისრების ჟურნალისტებზე გადატანა არასწორია. ამის შესახებ მანდ დღეს, 27 ნოემბერს, „მთავარ არხთან“ ისაუბრა.

„შეიძლება, მან [დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ] გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, რაც არასწორია.

ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, პირადი პოსტი იყო თუ საპატრიარქოს განცხადება. მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, რომ თავისი აზრი გამოთქვას.

ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ეკლესიის პოზიცია. ახლა შეიცვალა ვითარება. ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია“, — თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

ორი პირი მონასტერში 25 ნოემბერს, საღამოს შეიჭრა. პოლიციამ მომხდარიდან მალევე, 26 ნოემბერს დააკავა გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი — 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ

დაშავებული 70 წლის მონაზონი ხაშურიდან თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.