ახალი ამბები

100 მილიონი საბავშვო ბაღების და 30 სკოლების კომპიუტერული ლაბორატორიებისთვის გამოიყოფა – 2023 წლის ბიუჯეტის სიახლე

100 მილიონი საბავშვო ბაღების და 30 სკოლების კომპიუტერული ლაბორატორიებისთვის გამოიყოფა – 2023 წლის ბიუჯეტის სიახლე

2023 წლის ბიუჯეტის პროექტში შესული ცვლილებების შესახებ, რომელიც სოციალური და განათლების მიმართულებითაც დაიგეგმა, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა და თქვა, რომ სკოლების კომპიუტერული ლაბორატორიებით აღჭურვის მიმართულებით ბიუჯეტის წილი 30 მილიონით გაიზრდება.

ლაშა ხუციშვილის თქმით, 100 მილიონი ლარი დაიხარჯება საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის

„ზრდა გვაქვს განათლების მიმართულებით, რომელიც 150 მილიონი ლარი იქნება. აქედან 100 მილიონის ოდენობით ზრდა გვექნება ახალი პროგრამის მიმართულებით. ეს არის ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. მომდევნო წელს, ამ მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 100 მილიონი ლარი და ეს იქნება დიდი პროგრამის ნაწილი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით, ბაღებში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა უნდა მოაწესრიგოს.

პრემიერი: მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, კერძო სექტორის თანამშრომელი კი 2000 ლარს

„30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე. ეს არის დონორებთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიო ბანკი და ამ მიმართულებით ზრდა გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ნაწილში და ის სკოლები, რომლებიც იქნება რეაბილიტირებული, ამ 30 მილიონით მათი შესაბამისი ლაბორატორიებით აღჭურვა მოხდება“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში

ბაღების შესახებ ახალ პროგრამაზე დღეს პირველად ისაუბრა 2023 წლის ბიუჯეტის კონტექსტში მთავრობის მეთაურმაც და თქვა, რომ პროცესი სამეტაპიანი იქნება.

„გამოიკვეთა რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყოთ ბაღების სრულად რეაბილიტირება და ახალი ბაღების აშენება. ეს წარიმართება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან. ამ პროგრამის დაფინანსებაზე იქნება მიმართული 100 მილიონი ლარი“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.