საჯარო დისკუსია: რუსეთის სამხედრო აგრესია და იძულებით გადაადგილებული პირები

7 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე, „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: რუსეთის სამხედრო აგრესია და იძულებით გადაადგილებული პირები. ღონისძიებაზე დეტალურად იქნება განხილული რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, ასევე, მისი შედეგები, კერძოდ, ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობა. შეხვედრის ფარგლებში განიხილება ერთეული ადამიანების ისტორიები, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს და რომელთა მონათხრობიც „ომის დღიურების“ სახით გამოიცა. ღონისძიების დასასრულს გაიმართება საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დევნილების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

„2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ომმა რამდენიმე მილიონი უკრაინელი იძულებული გახადა, ქვეყანა დაეტოვებინა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე საუბარი და თითოეული ადამიანის მონათხრობის გაზიარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის და მისი შედეგების ანალიზი, კერძოდ, ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებების ჰააგის სასამართლოს სარჩელით მიმართვის პერსპექტივების განხილვა.“ – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე.

ღონისძიების მთავარი მომხსენებელი “ალტე უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, გიგა ლემონჯავა იქნება, ხოლო შეხვედრის მოდერატორი – ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე.

საჯარო დისკუსიაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.