ახალი ამბები

ნატა ფერაძე მისი მანქანის დაზიანების გამო დაზარალებულად ცნეს

ნატა ფერაძე მისი მანქანის დაზიანების გამო დაზარალებულად ცნეს

აქტივისტი ნატა ფერაძე მისი მანქანის დაზიანების საქმეზე დაზარალებულად ცნეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ფეისბუკზე“ თავად ნატა ფერაძე ავრცელებს:

„პოლიციიდან დამირეკეს, დაზარალებულად მცნეს, ანუ გავეცნობით უკვე მასალას ამ დღეებში და შეგატყობინებთ“ – აცხადებს აქტივისტი.

ნატა ფერაძემ საკუთარ მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები 22 ოქტომბერს აღმოაჩინა. როგორც ნატა ფერაძემ მაშინ ნეტგაზეთს განუცხადა, მანქანაზე წარწერების დატოვებას თავის ბოლო დროინდელ აქტივობას უკავშირებდა. კერძოდ, ნატა ფერაძე ბოლო დღეებია აქტიურად აპროტესტებს ვაკის პარკში მომხდარს, რასაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

როგორც ნატა ფერაძე ამბობდა, ის კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ნატა ფერაძის თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც.

„[ვიდეოზე] ორი საშუალო ასაკის კაცია. ამას მე ყველაფერს ვუკავშირებ ბოლო დროს კახა კალაძესთან კონფლიქტს, რომელიც ვაკის პარკის შემთხვევის შემდეგ მქონდა და რასაც კალაძეს ვეძახდი, ის დამიწერეს მანქანაზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მგონია, რომ კალაძის გამოგზავნილები არიან“, – თქვა მაშინ ნატა ფერაძემ „ნეტგაზეთთან“.


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.შსს-ს განცხადების მიხედვით, დანაშაული მოხდა შადრევნის რეაბილიტაციის თითქმის ყველა ეტაპზე — დაწყებული სამუშაოების შემსრულებელი მუშით და ტენდერში გამარჯვებული კომპანიით, დამთავრებული თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურით.საზოგადოების ნაწილი კი კახა კალაძის გადადმგომას მოითხოვს.თუმცა  კახა კალაძე თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ თუ მისი დანაშაული გამოიკვეთება, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.