ახალი ამბები

საჯარო სკოლის დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია გახანგრძლივდა

საჯარო სკოლის დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია გახანგრძლივდა

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მიზნით, დაინტერესებულ პირთათვის რეგისტრაცია გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 8 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

ასევე იხილეთ:

რეგისტრაციის ინსტრუქცია

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.