ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გეგმავს, გლობალური უსაფრთხოების საკითხია – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პოდოლიაკი აცხადებს, რომ ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გეგმავს, რაც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია.

„ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან იცის, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერეცია ეხმარება ირანს სამხედრო (ბირთვული?) ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთის აფეთქებისთვის. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. უბრალოდ ყურებას ვაპირებთ?“, – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მოსკოვისა და თეირანის თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

უწყება ვარაუდობს, რომ ირანის დახმარება რუსეთისთვის მომავალ თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება: მოსკოვი ცდილობს, მიიღოს მეტი შეიარაღება, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა.

მოსკოვი ირანულ რაკეტებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.