ახალი ამბები

ნაც.მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება „ბლოკჩეინით“ – პოლიტსაბჭო

ნაც.მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება „ბლოკჩეინით“ – პოლიტსაბჭო

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით.

პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება 11 დეკემბერს გამოიტანა – 69 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

„პოლიტსაბჭო დღეს იყო ძალიან კონსტრუქციული, მშვიდი. იყო ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი. პირადად მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ვარ ძალიან კმაყოფილი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ.

მისი თქმით, „ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ გააძლიერებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ის უფრო მომზადებული შეხვდება არჩევნებს, რაც იქნება საქართველოში, და მოიპოვებს გამარჯვებას“.

ნაყოფიას თქმით, დღეს პარტიის უმთავრესი საზრუნავი არის „ჩვენი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება“.

„ამაზე, სამოქმედო გეგმაზე, ვიმსჯელეთ ბევრი; ვიმსჯელეთ, როგორ ვხვდებით სასამართლო პროცესებს, რაც აქვს სააკაშვილს. გვაქვს შესაბამისი სტრატეგია. ყველაფერ გააკეთებს პარტია, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების კონსენსუსით იქნა მიღებული.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

ამ ეტაპზე თავმჯდომარეობა სურს სამ კანდიდატს: მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი მუმლაძეს.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უჭერს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.