ახალი ამბები

თბილისის საახალწლო გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის და ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი

თბილისის საახალწლო გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის და ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი

ახალი წლისთვის დედაქალაქის მერია თბილისელებს ყოველდღიურ საახალწლო პროგრამას სთავაზობს, რომელიც ძველით ახალ წლამდე გაგრძელდება. ლოკაციებად შერჩეულია ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა.

ამასთან, როგორც დღეს კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა, თბილისელებს 1-დან 7 იანვრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 03:00 საათამდე მოემსახურებათ, გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა კი უფასო იქნება.
„მინდა მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, 1-ელ და 7 იანვარს, მგზავრებს ღამის 3:00 საათამდე მოემსახურება. რა თქმა უნდა, მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საბავშვო-გასართობი წამროდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე, ფოტოზონა სანტასთან ერთად საბავშვო სივრცე, საშობაო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და მრავალფეროვანი კვების ობიექტები, დედაქალაქის სამ ლოკაციაზეა გადანაწილებული.

ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე განთავსებულია სადღესასწაულო სცენები მუსიკალური საღამოებისთვის.

აღნიშნული ღონისძიებები 23 დეკემბრიდან დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.

EDU.ARIS.GE საახალწლო სოფლის მუსიკალურ პროგრამას წარმოგიდგენთ:

საბავშვო კონცერტები ათონელის ქუჩის სცენაზე

  • 30.12.2022 – 13:30 სტუდია ანა-ბანა
  • 01.01.2023 – 13:00 ვოკალის აკადემია
  • 02.01.2023 – 13:00 ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი
  • 03.01.2023 – 13:30 ბასტი ბუბუ
  • 04.01.2023 – 13:30 ბავშვთა ვოკალური სტუდია ჩიკო; 14:45 თამარ ბოლაშვილი
  • 05.01.2023 – 13:30 ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია
  • 06.01.2023 – 13:30 სტუდია თინქლაბი
  • 07.01.2023 – 13:00 გუნდი დორემი
  • 08.01.2023 – 13:00 სტუდია ველოსიპედი- ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
  • 09.01.2023 – 13:30 ნია სტუდიო
  • 10.01.2023 – 13:30 საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება- თბილისის თოჯინების თეატრი
  • 11.01.2023 – 13:30 სტუდიო 1,2 3
  • 12.01.2023 – 13:00 – პროექტ რანინას ყველა სეზონის მონაწილე
  • 13.01.2023 – 13:00 ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი.

ათონელის სცენა

  • 30.12.2022 – 20:00 – ერეკლე დეისაძე და ბენდი
  • 01.01.2023 – 20:00 – ნიუტონი
  • 02.01.2023 – 20:00 – 4D Monster Lobsters
  • 03.01.2023 – 20:00 – Goofy Land
  • 04.01.2023 – 20:00 – თამადა; SvanSikh
  • 05.01.2023 – 20:00 – ფრანი; რეგიონი
  • 06.01.2023 – 20:00 – „შობის მოლოდინში“ ქართული სიმღერის კონცერტი
  • 07.01.2023 – 20:00 – თბილისის ბიგ-ბენდი
  • 08.01.2023 – 20:00 – Bedford Falls
  • 09.01.2023 – 20:00 – ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 10.01.2023 – 20:00 – ქართული ესტრადის ვარსკვლავები
  • 11.01.2023 – 20:00 – ეთნომუსიკის კონცერტი: ჯგუფი “ეგარი”, ჯგუფი “ბანი”, ჯგუფი “ჩვენებურები”, ჯგუფი “გორდელა”, ჯგუფი “ურსა”, ჯგუფი „დიდგორი“ ჯგუფი „ბასიანი“
  • 12.01.2023 – 20:00 – დავით ილურიძის ბენდი; სოფო გელოვანი და ბენდი.

ქარავანის სცენა ორბელიანის მოედანზე

  • 02.01.2023 – 21:30 – ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე
  • 04.01.2023 – 21:30 – Tika Balanchine & New One
  • 06.01.2023 – 22:00 – მიშო ურუშაძე Dj Set
  • 08.01.2023 – 22:00 – Dro Dj Set
  • 09.01.2023 – 21:30 – ბენდი „შერეკილები“ ქართული კინომუსიკის რეპერტუარით
  • 13.01.2023 – 21:30 – გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია.
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.