განათლების მინისტრმა ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სრულიად საზოგადოებას ახალი წლის დადგომა მიულოცა და განსაკუთრებულად ახალგაზრდები გამოყო:

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო, თითოეულ თქვენგანს მთელი გულით გილოცავთ ახალ 2023 წელს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს.

მსურს, ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს – გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, 2023 წელი თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და მონდომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.

2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ახალ, 2023 წელს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სიახლეების დანერგვას და ისეთი განათლების სისტემის შენებას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი თავისა და პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ყველას, 2023 წელი ყოფილიყოს წარმატების, წინსვლისა და განვითარების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, – ვკითხულობთ მიხეილ ჩხენკელის საახალწლო მილოცვაში, რომელიც ახალი წლის ღამეს გამოქვეყნდა.

„მადლობა ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს“ – პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვა 2023

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.