„სადამრიგებლო ხელფასის ზრდა!“ – პედაგოგები 2023 წელს მოთხოვნით იწყებენ

2023 წელი მასწავლებლებმა ახალი მოთხოვნით დაიწყეს. დღეს, 5 იანვარს, სპეციალური პეტიცია გავრცელდა, რომელშიც პედაგოგების სადამრიგებლო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ.

პეტიციის ავტორის, წერილს EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

“საჯარო სკოლის მასწავლებლების სადამრიგებლო ხელფასი 80 ლარია. მაშინ, როცა ქვეყანაში კატასტროფულად არის ფასები გაზრდილი ყველაფერზე და დამრიგებელს, ეს 80 ლარი ალბათ, ორი დღეც არ ეყოფა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშობლებთან მუდმივი კონტაქტი მათი პირდაპირი მოვალეობაა, მხოლოდ სატელეფონო საუბრებისთვის ასჭირდებათ მათ ამ თანხის უდიდესი ნაწილი. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი დამრიგებელი საკმაოდ შორს ცხოვრობს სკოლიდან და თბილისის გარდა, მათთვის სხვა ქალაქებში მგზავრობის ტარიფი არ არის საშეღავათო, ამიტომ მგზავრობაც საკმაოდ ძვირია მასწავლებლებისთვის. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა უმეტესობა სკოლაში ხშირად მშიერია (სოციალური ფონიდან გამომდინარე) და დამრიგებლებს არაერთხელ უწევთ ბავშვებისთვის ელემენტარული ტკბილეულის ყიდვა და სკოლაში წაღება, რომ შიმშილისგან გულწასულ მოსწავლეს ე.წ. “კამფეტი” მაინც მიაწოდოს. არაფერს ვამბობთ იმ პასუხისმგებლობაზე რა ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშაა დამრიგებელი, როდესაც კლასში 30-35 მოსწავლე ჰყავს და თითოეულ მათგანზე მუდმივი ზრუნვის და ყურადღების რეჟიმი აქვს, რადგან რომელიმე ბავშვს თუნდაც ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ესეც დამრიგებლის პასუხისმგებლობას აყენებს ეჭვქვეშ.

„დამრიგებლობისთვის დანამატი სულ რაღაც 80 ლარია, სწავლის პირველ დღეს კი ჩვენი ფინანსების ხარჯვა გვიწევს, სულ ცოტა 200 ლარის“

რა ხდება, როცა სკოლაში „შატალოს“ ფაქტი ფიქსირდება – სასკოლო საზოგადოების გამოწვევები და ინიციატივები, რომელიც სკოლებში უნდა დაინერგოს

2022 წლის სექტემბერში, მასწავლებლების მოთხოვნით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ეს პრობლემა (სხვა მრავალთაგან) გააცნო განათლების და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ. ახლა კი ჩვენც, ჩვენი ერთობით მოვუწოდებთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია და მისი წლობით გადადება არ შეიძლება. სადამრიგებლო ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც დამრიგებელს აკისრია დღესდღეობით ნამდვილად დაუფასებელია და მას მეტი დაფასება და წახალისება სჭირდება!”, – წერს პეტიციის ავტორი, წამყვანი პედაგოგი თამარ ცანავა, რომელიც მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების დაფინანსების ინიციატორი იყო და როგორც ცნობილია, დეკრეტული შვებულების საკითხი პედაგოგთა სასარგებლოდ გადაწყდა.

ზემოხსენებული პეტიციისთვის 5000 ხელმოწერაა საჭირო.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.