ახალი ამბები

თუ მოსწავლე დაიგვიანებს, ტესტირებაზე აღარ დაიშვება – ოლიმპიადის მეორე ტურზე წარსადგენი დოკუმენტები

თუ მოსწავლე დაიგვიანებს, ტესტირებაზე აღარ დაიშვება – ოლიმპიადის მეორე ტურზე წარსადგენი დოკუმენტები

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9-13 იანვარს ჩატარდება.

როგორც გამოცდების ცენტრის მიერ 6 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგამოცდო ცენტრის მისამართის, ტესტირების თარიღისა და დროის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მითითებულია მოსაწვევზე, რომელსაც მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.

ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად ტარდება:

I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე. II სესიაზე კი რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება.

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ დაგვიანების შემთხვევაში, მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

რაც შეეხება საგამოცდო ცენტრში წარსადგენ დოკუმენტებს, NAEC აცხადებს, რომ რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოთ სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.

“მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის”, – ვკითხულობთ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

რა საჩუქრებს მიიღებენ ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები და როგორია განწყობა სასკოლო საზოგადოებაში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.