რომელი რეგიონის მოსწავლეები, აბიტურიენტები და სტუდენტები მიიღებენ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას – კრიტერიუმები და თანხის ოდენობა

2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების, მომავალი მაგისტრების, სტუდენტების და პროფესიული სტუდენტების ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა/წახალისება.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იანვარში გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, ქვეპროგრამა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე, რომელთაც სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურობაზე ორიენტირებულ კონკურსებში, მიმდინარე სასაწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას მინიმუმ მუნიციპალიტეტის დონეზე.

მოსწავლეებზე ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის და საჯარო სკოლის ოფიციალური წერილის საფუძველზე.

ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემია მოსწავლეთათვის შეადგენს 200 (ორასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს პრემიის მისაღებად როგორც მოსწავლემ, ისე სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა, დეტალებს და აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს გაეცანით ბრძანებაში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.