ახალი ამბები

მზად არიან თუ არა სადაზღვევო კომპანიები კიბერუსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად?

მზად არიან თუ არა სადაზღვევო კომპანიები კიბერუსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად და რა კეთდება მათი მხრიდან მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად? როგორც „ბიზნეს სტანდარტთან“ კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა გაგნიძე აცხადებს, კომპანიების ნაწილი არსებული კანონმდებლობის ნორმებთან შესაბამისობაში არიან.

„ზოგიერთი კომპანია მზად არის და მათ ადრეც ჰქონდათ გარკვეული აქტივობები ჩატარებული და კანონში ცვლილებას მომზადებულნი შეხვდნენ. თუმცა ბევრია ისეთი კომპანია, რომლებიც მზად არ იყვნენ და ახლა უწევთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ კანონთან შესაბამისობაში მოვიდნენ ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ის ვისაც კანონი არ ეხება, იმათაც დაინახეს რისკები“, — განმარტავს ნიკა გაგნიძე.

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ასოციაციამ დაზღვევის ზედამხედველ ორგანოს და ასევე სადაზღვევო კომპანიებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა, თუ როგორ შეიმუშაონ ისეთი სტრატეგიები, რომლის მიხედვითაც საკუთარი და მომხმარებლების ინტერესების დაცვას შეძლებენ. 

„გეტყვით, რომ დაზღვევის სექტორის მხრიდან აქტიურობა შეიმჩნევა, რამდენიმე ვორკშოფი ჩავატარეთ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით ასეთი შეხვედრები გაგრძელდეს. პირველ დონეზეა ინფორმაციის გაზიარება. თუ ინფორმაცია გაქვს, რომ რაღაც ხდება, გარკვეული ტიპის შეტევის საფრთხე არსებობს, ასეთი ინფორმაციის გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, აცხადებს ნიკა გაგნიძე.

რაც შეეხება, სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლებს, გაგნიძის აზრით სადაზღვევო კომპანიები რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან მომხმარებლებს კომპანიის მიერ უსაფრთხოებისთვის მიმართულებით გაწეული ღონისძიებების შესახებ ამით დაზღვევის მომხმარებლებში ამ კომპანიისადმი ნდობა უფრო გაიზრდება. 

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.