ახალი ამბები

ბელგიის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბელგიის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერკსპლასის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელსაც საფრანგეთში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა ჰქონდა დაწყებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის კაცის ცოლი და სამი შვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და სწორედ მათთან გადაყვანას ითხოვდა დაღუპული.

შემთხვევა 16 თებერვალს მოხდა. ბელგიის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა დაკავების ცენტრის იმიგრაციის დეპარტამენტის სპიკერის თქმით, პირველადი შეფასებით, კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.

ცენტრის სპიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა საგანგაშო არ ყოფილა და მას სამედიცინო პერსონალი მეთვალყურეობდა:

„ეს ადამიანები მჭირდო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან და თუ საჭიროა, ჩარევაც ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კაცის მდგომარეობა ჯერ საგანგაშო არ იყო, თუმცა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გარდაცვალების მიზეზების დასადგენად. პირველადი შეფასებით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა და კრიმინალური ქმედება ან გულგრილობა არ ყოფილა“  — აცხადებენ იმიგრაციის დეპარტამენტში.

დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.