ახალი ამბები

“ხელისუფლება რუსეთში მიგვათრევს” – კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი რუსული კანონის შესახებ

“ხელისუფლება რუსეთში მიგვათრევს” – კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი რუსული კანონის შესახებ

კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ეხმაურება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.

“მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაციამ დააფინანსა, რომ აღარაფერი ვთქვათ დღემდე უწყვეტად მიმდინარე უამრავ ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო აქტივობებზე ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ასათვისებლად, და ჩემი მაგალითი მხოლოდ ზღვაში წვეთია.

უამრავი ჩემი კოლეგის პროფესიული განათლება და განვითარება დაფინანსებულია სწორედ დასავლური ორგანიზაციებისა და დონორების მიერ. ეს ხალხი შემდეგ ბრუნდება აქ და იქ მიღებულ ცოდნას ჩვენს პაციენტებს ახმარს.

არა მხოლოდ ჩემი დარგის, არამედ პრაქტიკულად ყველა სფეროს განვითარება დასავლურ ტექნოლოგიებს, ცოდნას და მათგან მიღებულ დახმარებას ეფუძნება და ჩვენი ხელისუფლება ისევ მათ აცხადებს მტრად და რუსეთში მიგვათრევს, რომლისგანაც ზიანის მეტი არაფერი გვახსოვს”, – აცხადებს ექიმი და იყენებს ჰეშთეგს – #არარუსულკანონს.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.