ახალი ამბები

200-ზე მეტი ლექტორის განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ

200-ზე მეტი ლექტორის განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ

საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორმასწავლებელი და მეცნიერთანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა.

ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცემა. აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადების ტექსტში ნათქვამია: 

არ მიიღოთ რუსული კანონისაქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორმასწავლებლებისა და მეცნიერების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს.  

საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობასგახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა  არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს  და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას. 

დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებასგახდეს ევროპული ქვეყანა. 

ჩვენ, პროფესორმასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც  ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს.  ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. 

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს,  დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი“. 

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.