ახალი ამბები

ვინ რეგისტრირდება პირველ კლასში 20 მარტის ჩათვლით – პროცედურა და ვიდეო ინსტრუქცია

ვინ რეგისტრირდება პირველ კლასში 20 მარტის ჩათვლით – პროცედურა და ვიდეო ინსტრუქცია

6 მარტიდან 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

რა ვალდებულება აქვს მშობელს და სკოლას

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.

სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვადები პირველ ეტაპზე რეგისტრირებულთათვის

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.

ვინ ჩაითვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია მშობლებისთვის

გარდა ამისა, სამინისტრო განმარტავს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

ამავე თემაზე:

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2023-2024 სასწავლო წლისთვის იწყება – ეტაპები და ვადები

უნდა ველოდოთ თუ არა სასკოლო ასაკის კიდევ ერთ ცვლილებას წელსვე? – განმარტება პარლამენტში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.