პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გუშინ, 13 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კეტრინ კოლონას შეხვდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე კეტრინ კოლონამ გამოხატა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
მათივე ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კანონის უზენასეობის კუთხით რეფორმების გააქტიურების აუცილებლობას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისად, რათა საქართველომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეძლოს.
„ქალბატონი კეტრინ კოლონა მიესალმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის უკან გახმობის შესახებ. მან მოუწოდა მომავალში სიფხიზლის შენარჩუნებისკენ, ნებისმიერი ინიციატივის მიმართ, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ერთიანობას. მინისტრმა ასევე გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.